თბილისში ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 5 – სისხლიანი გარჩევა ბიზნესის გამო

თბილისში ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 5 - სისხლიანი გარჩევა ბიზნესის გამოთბილისში, ლაგუნა ვერეს უკან,2 ადამიანი მოკლეს.

ურთიერთშელაპარაკებისას კიდევ, სულ მცირე 5 ადამიანია დაჭრილი.

სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ფულის განაწილება გახდა.

ვერაზე კრიმინალური გარჩევა ორ ჯგუფს შორის მოხდა.  ერთმანეთს კანონიერი ქურდი დავით ყალიჩავას და კრიმინალური ავტორიტეტის ლევან მარღიას მხარეები დაუსპირისპირდნენ. კრიმინალური გარჩევა დავით ყალიჩავას წარმომადგენელმა, ზუგდიდელმა ავტორიტეტმა ხვიჩა ცხაკაიამ დაგეგმა.

გარჩევა დავით შენგელიას ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც ბიზნესში წილს ლევან მარღია სთხოვდა. შენგელიამ დასახმარებლად თურქეთში მყოფ ყალიჩავას მიმართა, ყალიჩავამ კი საქმის მოგვარება ხვიჩა ცხაკაიას დაავალა.

სისხლიან გარჩევაში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა. ყველა გაქცეულია. პოლიცია მკვლელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

“პირველების” ინფორმაციით, დაჭრილია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმაც.

დაჭ­რი­ლებს შო­რი­საა ხვი­ჩა ცხა­კა­ი­აც, რო­მე­ლიც ახლა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. პო­ლი­ცი­ას ამ დრომ­დე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბია. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე და 109-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ტვ პირველი