ჭდე: თემქა

თემქაზე ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

თემქაზე ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში თემქაზე ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სახელდება. მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილებები ცოლ-ქმარი არიან. როგორც საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის ნაპოვნი და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სწორედ იმიტომ სახელდება. როგორც „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე ჩატარებული […]

ძლიერი აფეთქების ხმა თემქაზე ფილმის გადაღებას უკავშირდება

ძლიერი აფეთქების ხმა თემქაზე ფილმის გადაღებას უკავშირდება

თბილისში, თემქაზე 149-ე სკოლასთან აფეთქების ძლიერი ორჯერ ხმა გაისმა. “კურიერს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ შეტყობინება აფეთქების ხმის გამო შევიდა. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები გავიდნენ, თუმცა აფეთქების კვალს ვერ მიაგნეს. “კურიერის” ინფორმაციით, აფეთქება ფილმის გადაღებას უკავშირდება.

თემქაზე კორპუსის მე-10 სართულზე აფეთქება მოხდა

თემქაზე კორპუსის მე-10 სართულზე აფეთქება მოხდა

თბილისში, თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. აფეთქება ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. „საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე მოხდა აფეთქება, სახლი დაკეტილი იყო და არავინ არ იმყოფებოდა. ხანძარი არ ფიქსირდება, ჩამსხვრეულია ფანჯრები და ჩამოშლილია შეკიდული ჭერი. ადგილზე […]

თემქაზე მამაკაცმა პატრული დაჭრა, მე-7 სართულიდან გადახტა და დაიღუპა

თემქაზე მამაკაცმა პატრული დაჭრა, მე-7 სართულიდან გადახტა და დაიღუპა

თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, პატრულ ინსპექტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის […]

თემქაზე მანქანა სკვერში შევარდა – მძღოლი ფეხით გაიქცა

თემქაზე მანქანა სკვერში შევარდა - მძღოლი ფეხით გაიქცა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თემქაზე. კლინიკა „ღია გულის” მიმდებარე გზაჯვარედინზე. „ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ნასვამი მძღოლი მართავდა სკვერში შევარდა და ჯებირები გადაანგრია. თვითმხილველების თქმით, დაშავებულმა მძღოლი მანქანიდან გადმოხტა და ფეხით მიმალვა სცადა, თუმცა საპატრულო პოლიციამ ის დაახლოებით 100 მეტრში დააკავა. ამჟამად, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. იყო ავტომობილის აალების საშიშროება, რის გამოც ადგილზე […]

თბილისში სიგარეტის ნამწვის გამო 2 მანქანა დაიწვა

თბილისში სიგარეტის ნამწვის გამო 2 მანქანა დაიწვა

თემქაზე, ჩარგლის 79-ში 18 სექტემბერს ღამით ორი ავტომობილი დაიწვა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.  რა გახდა ორი ავტომობილის დაწვის მიზეზი, ამის დასადგენად შსს-მ გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, კორპუსის ზედა სართულიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს, რომელიც იქვე, პარკინგზე მდგარ მანქანასთან დაგდებულ ქაღალდს დაეცა, საიდანაც გაჩენილი ცეცხლი ავტომობილებს მოედო. რეზონანსი

თემქაზე 62 წლის გულნარა პივაზის მკვლელობისთვის მისი მაზლი დააკავეს

თემქაზე 62 წლის გულნარა პივაზის მკვლელობისთვის მისი მაზლი დააკავეს

თემქაზე 62 წლის ქალის, გულნარა პივაზის, მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულმა ქალს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაზლის დაკავება ნათესავებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. […]

თემქაზე მაშველებმა 62 წლის სიმა მირზოევას ცხედარი იპოვეს – ბინიდან ოქროულობაა წაღებული

თემქაზე მაშველებმა  62 წლის სიმა მირზოევას ცხედარი იპოვეს - ბინიდან ოქროულობაა წაღებული

ზღვის უბანში თემქაზე ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი იყო, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სამაშველო ბრიგადამ ხანძარი ჩააქრო, ადგილზე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი ნახეს. ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არ არის მიყენებული. ქალს სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა […]

აფეთქება თემქაში – დაშავდა 1 ადამიანი

აფეთქება თემქაში - დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქება დახურულ აივანზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ […]

თემქაზე 2 ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა – არიან დაშავებულები

თემქაზე 2 ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა - არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, თემქაზე ორი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა. არიან დაშავებულები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფება. სხვა დეტალები ამ წუთებში ზუსტდება. რეზონანსი