ჭდე: ტყიბული

ტრაგედია ტყიბულში – “საქნახშირი” ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

ტრაგედია ტყიბულში - "საქნახშირი" ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ქარქაშაძის განცხადებით, კომპანია მეშახტეების ოჯახებს სამი სახის კომპენსაციას გადაუხდის. „სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი წარმოება, რაც არის დამოკიდებული დასაფლავების, შემდეგ საფლავის მოწყობის და დანარჩენი კიდევ ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები, შემდეგ კი დაზღვევის თემაზეც მიეხმარება კომპანია,“ – განაცხადა გია ქარქაშაძემ. გია ქარქაშაძე აცხადებს, რომ ტრაგედია ჰაერის ტალღამ გამოიწვია […]

მკვლელი შახტა ტყიბულში – 8 წელიწადში სამუშაოებისას 16 მუშა დაიღუპა

მკვლელი შახტა ტყიბულში - 8 წელიწადში სამუშაოებისას 16 მუშა დაიღუპა

ტყიბულის შახტაში დღეს გამთენიისას მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში, რომლის შედეგადაც ადამიანები გარდაიცვალნენ: 2018 წლის 5 აპრილი – გარდაიცვალა 6 მუშა და დაშავდა 3 2017 წლის 7 მაისი – დაიღუპა 4 ადამიანი 2016 წლის 10 ოქტომბერი – 51 წლის თემურ კაკაურიძე […]

ტყიბულში ქუმსიშვილს დაუპირისპირდნენ – “რატომ ხოცავთ ხალხს!”

ტყიბულში ქუმსიშვილს დაუპირისპირდნენ - "რატომ ხოცავთ ხალხს!"

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ჩავიდა, სადაც გამთენიისას მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქუმსიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.ერთ-ერთი გარდაცვლილის, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის და, ეკონომიკის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა. “რატომ ხოცავთ ხალხს,”- მიმართეს ქუმსიშვილს. ტყიბულში, მინდელის სახელობის სახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. დაწესებულების დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, […]

ავარია ტყიბულში – გარდაცვლილია 30 წლის ახალგაზრდა

ავარია ტყიბულში - გარდაცვლილია 30 წლის ახალგაზრდა

ტყიბულში მომხდარ ავარიას 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გაბრიაძის ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარადა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტყიბულში თბილისიდან სამთო მაშველთა ჯგუფი გაემგზავრა

ტყიბულში თბილისიდან სამთო მაშველთა ჯგუფი გაემგზავრა

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამნისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისა უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან […]

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეშახტემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ოთხი მეშახტე შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.