ტყიბულში მომხდარ ავარიას 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გაბრიაძის ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარადა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

