მკვლელი შახტა ტყიბულში – 8 წელიწადში სამუშაოებისას 16 მუშა დაიღუპა

მკვლელი შახტა ტყიბულში - 8 წელიწადში სამუშაოებისას 16 მუშა დაიღუპატყიბულის შახტაში დღეს გამთენიისას მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში, რომლის შედეგადაც ადამიანები გარდაიცვალნენ:

2018 წლის 5 აპრილი – გარდაიცვალა 6 მუშა და დაშავდა 3

2017 წლის 7 მაისი – დაიღუპა 4 ადამიანი

2016 წლის 10 ოქტომბერი – 51 წლის თემურ კაკაურიძე გარდაცვლილი იპოვეს

2015 წლის 21 თებერვალი – დაიღუპა სატრანსპორტო უბნის სამთო ოსტატი კოტე ბახუტაშვილი

2013 წლის 13 ოქტომბერი – დაიღუპა 35 წლის ლევან ნეფარიძე

2011 წლის 23 ნოემბერი – დაიღუპა სერგი აშოთია

2011 წლის 6 ნოემბერი – ჭერის ჩამონგრევას 2 მუშა ემსხვერპლა