„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ქარქაშაძის განცხადებით, კომპანია მეშახტეების ოჯახებს სამი სახის კომპენსაციას გადაუხდის.
„სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი წარმოება, რაც არის დამოკიდებული დასაფლავების, შემდეგ საფლავის მოწყობის და დანარჩენი კიდევ ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები, შემდეგ კი დაზღვევის თემაზეც მიეხმარება კომპანია,“ – განაცხადა გია ქარქაშაძემ.
გია ქარქაშაძე აცხადებს, რომ ტრაგედია ჰაერის ტალღამ გამოიწვია და იგი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას არ გამოუწვევია.
„გარდაცვლილებს დამწვრობა არ აღენიშნებათ, არ არის ისეთი, რომ ზევიდან რამე დაცემოდა. ეს არის ჰაერის ტალღით მიყენებული ზარალი,“ – განაცხადა ქარქაშაძემ

