გაერო – რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, სიღარიბეში კიდევ 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა

გაერო - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, სიღარიბეში კიდევ 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდარუსეთის შეჭრამ უკრაინაში და მისმა ეკონომიკურმა შედეგებმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეში ჩააგდო, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ, „იუნისეფმა” განაცხადა.

„უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უმძიმესი ტვირთი ბავშვებს აწვება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე შეფასებით, კონფლიქტისა და მზარდი ინფლაციის გამო, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიღარიბეში კიდევ ოთხი მილიონი ბავშვი აღმოჩნდა.

ორგანიზაციის მტკიცებით, რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე მეტად რუსი და უკრაინელი ბავშვები დაზარალდნენ.

„სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების გაზრდილი რაოდენობის თითქმის სამი მეოთხედი რუსეთზე მოდის“, – აცხადებენ „იუნისეფში”.

მათივე შეფასებით, რუსეთს უკრაინა მოჰყვება, სადაც ომის გამო სიღარიბეში კიდევ ნახევარი მილიონი ბავშვი აღმოჩნდა. მესამე ადგილზე კი რუმინეთია, სადაც ომმა და მისმა ეკონომიკურმა შედეგებმა სიღარიბეში კიდევ 110 000 ბავშვი ჩააგდო.