შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსი სტუდენტი მობილიზაციის გამო, ქვეყნიდან არ გაუშვეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსი სტუდენტი მობილიზაციის გამო, ქვეყნიდან არ გაუშვესპეტერბურგის უნივერსიტეტის 26 წლის სტუდენტი, არტემ ნოვოჟილოვი დღეს მეგობართან ერთად ერევანში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, მესაზღვრეებმა ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.

„18 წლის ასაკში თირკმელების პრობლემა დამეწყო და ერთის გადანერგვა მომიწია, მაგრამ ეს არ გახდა არგუმენტი მესაზღვრეებისთვის” – განუცხადა მან BBC-ს,

არტემის თქმით, სომხეთში ბილეთები ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში იყიდეს, რადგან პეტერბურგში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აპირებდა დოქტორანტურაში ჩაბარებას ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რისთვისაც TOEFL ენის გამოცდები უნდა ჩაებარებინა.

რუსეთში ამ გამოცდების ჩაბარება შეუძლებელი გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. მარტში TOEFL-ის გამოცდები შეჩერდა რუსეთსა და ბელარუსიაში, ხოლო ორგანიზაცია ETS-მა, რომელიც ატარებს ტესტირებას, გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსეთში გამოცდის ჩაბარებას ვეღარ შეძლებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა დაიწყეს საზღვარგარეთ გამგზავრება სერთიფიკატის მისაღებად.

ნოვოჟილოვმა თქვა, რომ წაიყვანეს ცალკე ოთახში სასაუბროდ, დაკითხეს, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ამავდროულად სტუდენტი, რომელიც სომხეთში ენის გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდა,. მობილიზაციის გამო, რეისზე არ დაუშვეს და სახლში გააბრუნეს.