გივი თარგამაძე – „აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანა უჩა მამაცაშვილის პირადი ინტერესი იყო“

გივი თარგამაძე - „აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანა უჩა მამაცაშვილის პირადი ინტერესი იყო“„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე განცხადებას აკეთებს.

თარგამაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის გატაცება, სქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის პირადი ინტერესი იყო.

– უჩა მამაცაშვილის პარტნიორმა, აზერბაიჯანული მხრიდან, რომელსაც ბოლო დროს აქვს პრობლემები საერთაშორისო სამართალთან და ემუქრება დაკავებული პოზიციებიდან გაწევა აზერბაიჯანში, ჩათვალა, რომ ასეთი საქციელით გაუკეთებდა საჩუქარს საკუთარ ხელმძღვანელობას და სთხოვა უჩა მამაცაშვილს დახმარება ქართველი ძალოვანების იმაში, რომ ეს ჟურნალისტი რამენაირად გადაეყვანათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

უჩა მამაცაშვილმა ნდობით აღჭურვილი პირი შეახვედრა სუს-ის უფროსს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, თავის მხრივ, გომელაურმა დაისწრო შეხვედრაზე მისი მოადგილე სოსო გოგაშვილი და საბოლოოდ ხელმძღვანელობა ამ ოპერაციაზე ჩაბარდა სოსო გოგაშვილს. უშუალოდ ოპერაცია შეასრულა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურა ხარაზიშვილმა, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

ნიუპოსტი