2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი ინდასთრი“ ჩინური სამკერვალოა. ის საქართველოს ბიზნეს რეესტრში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია, მასვე ეკუთვნის კომპანიის 100%-იანი წილი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიასთან შესყიდვა გამარტივებული წესით შედგა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.

„კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება.

2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.