ელისო კილაძის შვილი, დათო ხარშილაძე, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო – ”მეგონა, ჩემს შვილს დარბაზში დააპატიმრებდნენ”

ელისო კილაძის შვილი, დათო ხარშილაძე, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო - ”მეგონა, ჩემს შვილს დარბაზში დააპატიმრებდნენ”დღეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.

მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა.

დავით ხარშილაძის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე, ფეისბუქზე დღის განმავლობაში ემოციებს ასე გამოხატავდა:

4 საათის წინ მან ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს განრიგში დათოს დღევანდელი პროცესი გამორჩენილია.
ადვოკატი მოსამართლის თანაშემწეს ელაპარაკა, პროცესი გაიმართება 16:00, მეთოთხმეტე დარბაზში.

37 წუთის წინ:

გადაჭედილია სასამართლო დარბაზი მანდატურებით.
არ გამოვრიცხავ დარბაზში დააპატიმრონ !
ყველა სცენარისთვის მზად ვარ !

20 წუთის წინ:

უდანაშაულო და თავისუფალია