დღეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.
მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა.
დავით ხარშილაძის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე, ფეისბუქზე დღის განმავლობაში ემოციებს ასე გამოხატავდა:
4 საათის წინ მან ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განრიგში დათოს დღევანდელი პროცესი გამორჩენილია.
ადვოკატი მოსამართლის თანაშემწეს ელაპარაკა, პროცესი გაიმართება 16:00, მეთოთხმეტე დარბაზში.
37 წუთის წინ:
გადაჭედილია სასამართლო დარბაზი მანდატურებით.
არ გამოვრიცხავ დარბაზში დააპატიმრონ !
ყველა სცენარისთვის მზად ვარ !
20 წუთის წინ:
უდანაშაულო და თავისუფალია