თურქეთის არმია სირიაში შევიდა

თურქეთის არმია სირიაში შევიდათურქეთის ჯარი და მძიმე ტექნიკა სირიის პროვინცია იდლიბში შევიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროვინციაში თურქეთის არმიის განთავსება დეესკალაციის ზონის კონტროლის მიზნით მოხდა.

NTV-ის ცნობით, სირიის საზღვარი თურქეთის 8 ტანკმა, 50-მა ჯავშანტექნიკამ და 200-მა სამხედრო მოსამსახურემ გადაკვეთა.

9 ოქტომბერს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა იდლიბში ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდიმირის განცხადებით, ანკარა ასტანის შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს მოსკოვთან კოორდინაციაში.

22 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განმარტა, რომ ასტანის შეთანხმების მიხედვით, თურქეთი პროვინციის შიგნით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რუსეთი – გარეთ.

სექტემბრის შუა რიცხვებში, სირიის მშვიდობის გარანტორი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი და ირანი პროვინცია იდლიბის დეესკალაციის ზონების შესახებ შეთანხმდნენ.

პირველი