ლესტერმა კრეიგ შექსპირი გაანთავისუფლა

ლესტერმა კრეიგ შექსპირი გაანთავისუფლალესტერის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს სამშაბათს მოხდა. შექსპირის განთავისუფლების მიზეზი ის შედეგია, რასაც წელს ლესტერი აჩვენებს.

გუნდი 8 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ერთი მოგება აქვს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს შექსპირის ადგილს. ლესტერი ამასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.