მკვლელის სამიზნე ნოდარ გუგეშაშვილი იყო – გამოძიების ახალი დეტალები

მკვლელის სამიზნე ნოდარ გუგეშაშვილი იყო - გამოძიების ახალი დეტალებიგავრცელებული ცნობით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი საკუთარი ბიძის სახლში გადაასვენეს. თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელის მთავარი სამიზნე სწორედ ახალგაზრდა კაცი იყო და მკვლელს და ნოდარ გუგეშაშვილს შორის წლების განმავლობაში დაპირისპირება გოგოს გამო არსებობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი წლების წინ ერთმანეთს თბილისის ზღვაზე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი, “ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსულმა კი შური იძია.

სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის ბიძა, მეგობარი გოგო და მეზობლები, რომელთა ერთი ნაწილის განცხადებით, მათ დაინახეს მკვლელი ლურჯი ფერის ქურთუკში.

არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თავდამსხმელი დაჭრილია და მან დანაშაულის ადგილი დიღმის ტყე-პარკის გავლით დატოვა.

 

იმედინიუსი