„დოდო კარს ღიას ტოვებდა ხოლმე… შეიძლება, ვეტერანი შესულიყო“ – რას ჰყვება დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, რომელიც თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა

„დოდო კარს ღიას ტოვებდა ხოლმე... შეიძლება, ვეტერანი შესულიყო“ - რას ჰყვება დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, რომელიც თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა“მხედრიონის” ყოფილი ლიდერი საავადმყოფოში კვლავ მართვით სუნთქვაზეა – დოდო გუგეშაშვილის ოჯახი კი დილიდან სამძიმარს იღებს. გვიან ღამით, 33 წლის ნოდარის ცხედარი ბიძის სახლში გადაასვენეს.

ახალგაზრდას ორი ტყვია – კეფასა და ზურგში აქვს მოხვედრილი.

რაც შეეხება დაჭრილ თადარიგის პოლკოვნიკს, მან შვილის სადისტური მკვლელობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცის.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, დაჭრილს სავარაუდოდ, პალატაში ხვალ გადაიყვანენ და ხვალვე დაკითხავენ. დოდო გუგეშაშვილის მეგობარი და ექიმი, დავით მუხიგული ამბობს, რომ პაციენტს მხოლოდ შვილის შესახებ ამბავი აინტერესებდა.

მისი ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი მისი შვილის მკვლელს იცნობდა, წინაღმდეგ შემთხვევაში უცნობ პირს სახლის კარს არ გაუღებდა.

რაც შეეხება ბრალდებულს მას ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაჭრილია.

ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს.

“ნიუპოსტი” დოდო და ნოდარ გუგეშაშვილების მეგობარს, ზაირა მიქატაძეს ესაუბრა, რომელიც საზარელ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა გუგეშაშვილს, ისინი შეხვედრაზეც კი შეთანხმდნენ, რომ კლინიკაში წასულიყვნენ სადაც მათი მეგობარია მოთავსებული.

„საზარელ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრე, დოდომ 10:27 საათზე დამირეკა. ჩვენი მეგობარი, ვეტერანი იწვა ჩაფიძის კლინიკაში, ვიცოდი, რომ მისვლას აპირებდა, მითხრა გადავურეკავ და შენც გაგაგებინებ დეტალებსო. ვვარაუდობ, რომ როგორც კი დავასრულეთ საუბარი მოხდა ეს ფაქტი“ – აღნიშნა ზაირა მიქატაძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ნოდარ გუგეშაშვილს წარსულში კონფლიქტი ჰქონოდა:

„ყველაფერი დასაშვებია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ პირადად არაფერი მსმენია, ნოდარისგან, რომ ვინმესთან დაპირისპირება ჰქონდა.

მე და ნოდარი ვეტერანთა საბჭოში, წელიწადნახევარი ერთად ვმუშაობდით, უწესიერესი ბიჭი იყო. კონფლიქტი ყველას მოსდის, არ გამოვრიცხავ მასაც ჰქონოდა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რა დონის დაპირისპირება უნდა ჰქონოდა, რომ სასიკვდილოდ გაემეტებინათ ახალგაზრდა კაცი”- თქვა “ნიუპოსტთან” გუგეშაშვილების მეგობარმა.

მიქატაძე ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილს ვალები ნამდვილად ჰქონდა, რადგან დედა-შვილი უმუშევარი იყო, ამასთან მისი თქმით, “დოდოს მკურნალობა ესაჭიროებოდა და ვალებიც ამიტომ დაედო”.

“უშიშარი ხასიათი ჰქონდა, როცა სტუმრად მივსულვართ, გველოდა და არასდროს უკითხავს, ვინ არისო. როგორც ჩვენი მეგობრები იხსენებენ, კარიც ხშრად გაღებული ჰქონდა დატოვებული. ჩემთვისაც არასდროს უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა ან ვინმესთვის საინტერესო იყო.მტრული დამოკიდებულება არავისთან ჰქონია. პირიქით, ბოლო პერიოდში ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი იყო.

ვალებს რაც შეეხება, ვალები ნამდვილად ჰქონდა – დედა-შვილი უმუშევარი იყო, ქირით ცხოვრობდნენ, თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივად ესაჭიროებოდა წამლები. როგორც ვიცი, უპასუხისმგებლოდ არავის მიმართ არ მოქცეულა – ერთისგან ისესხებდა მეორეს ჩაასესხებდა, რომ ნაწყენი არავინ დარჩენილიყო. გულგრილად, აგდებულად არავის, არცერთ მოვალეს არ მოქცევია”- განაცხადა დაჭრილი თადარიგის ახლო მეგობარმა და იქვე დასძინა, რომ მკვლეობას და დაჭრას ვალებთან ვერ აკავშირებს:

მიქატაძე გუგეშაშვილების ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზად, წარსული საქმიანობის გამო დოდო გუგეშაშვილზე შურისძიებას გამორიცხავს:

“ნოდარი ჰყვათ სასიკვდილოდ გამეტებული. მას ორი საკონტროლო ტყვია აქვს დახლული. გამოდის, რომ ნოდართან მოვიდნენ, დოდოს შვილის გადარჩენა უნდოდა…” – განაცხადა “ნიუპოსტთან” გუგეშაშვილის მეგობარმა.

მოქატაძე გავრცელებულ ინფორმაციაზეც საუბრობს, მისი თქმით, “არ არის გამორიცხული, რომ დოდოსთან ვეტერანი შესულიყო”.

“ამბობენ, რომ დოდომ მკვლელოს ვინაობა იცის, იმასაც ამბობენ, რომ თითქოს ვეტერანი იყო. დოდოსთან ვეტერანი რომ შესულიყო არ არის გამორიცხული, რადგან ამ წრეში ტრიალებდა. ეს ინფორმაცია ნამდვილად არ არის გამორიცხული. დოდო, რომ მკვლელს იცნობდა იქიდანაც ჩანს, რომ სხვანაირად ის ბინაში ასე მარტივად ვერ შეაღწევდა”- აღნიშნა რესპოდენტმა.

კითხვაზე, გარკვეულ ფინანსურ საკითხებს ხომ არ უკავშირდება მკვლელობა და დაჭრა, ზაირა მიქატაძე ამბობს, რომ გუგეშაშვილს ვეტერანთა საბჭო პროექტებსაც კი არ უფინანსებდა.

“ჩვენი სამსახური მას პროქტებს არ უფინანსებდა, სიმართლე გითხრათ მასაც არ ჰქონია ეს მოლოდინი. ჩვენ უბრალოდ ვგეგმავდით და ვახორციელებდით. ჩვენ ერთი კვირით ადრე, აჭარა-გურიაში მივლინებით ვიყავით, დღე და ღამ ერთად ვიყავით, გარკვეული უსიამოვნება მათ შორის ფინანსური რომ ყოფილიყო მას ეს აუცილებლად წამოსცდებოდა”- განაცხადა ზაირა მიქატაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

დავით ჯაბაშვილი, ნიუპოსტი