ფოთში ლუკოილის სადგური გაძარცვეს

ფოთში ლუკოილის სადგური გაძარცვესყაჩაღური თავდასხმა მოხდა ფოთში. ნიუპოსტის ცნობით, ნიღბიანმა შეიარაღებულმა მძარცველებმა “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურიდან სალაროში არსებული თანხა წაიღეს.

ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელობა თანხის ოდენობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 79-ე, ყაჩაღობის, მუხლით მიმდინარეობს.