ფოთში ლუკოილის სადგური გაძარცვეს

ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ფოთში. ნიუპოსტის ცნობით, ნიღბიანმა შეიარაღებულმა მძარცველებმა “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურიდან სალაროში არსებული თანხა წაიღეს.

ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელობა თანხის ოდენობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 79-ე, ყაჩაღობის, მუხლით მიმდინარეობს.