მაშველებმა ხადორის ხრამში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ, ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი ადგილზე თბილისიდან თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცდა და ხევში ჩავარდა.