„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა” – მკვლელობა ზესტაფონში

„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა" - მკვლელობა ზესტაფონშიზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე, მკვლელობა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით მკვლელობას წინ ურთიერთშლაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ ფული გახდა.

„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა”- აცხადებს თვითმხილველი.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს.