გიორგი რაზმაძე 2 საქმეზე იძებნებოდა

თბილისში სპეცოპერაციის ფარგლებში მინდია გოგოჭურთან ერთად დაკავებულ გიორგი რაზმაძეს სამართალდამცავი უწყება სისხლის სამართლის ორ საქმესთან დაკავშირებით ეძებდა.

ერთ-ერთი საქმე ეხება 2018 წლის 26 მაისს, დადიანის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტს, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

მეორე საქმე კი, რისთვისაც რაზმაძე იძებნებოდა, მოხდა 2018 წლის თებერვალში, ასევე დადიანის ქუჩაზე, სადაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ახალგაზრდას. გამოძიება ამ საქმეზე 126-ე მუხლით დაიწყო.

გიორგი რაზმაძე მინდია გოგოჭურთან ერთად, გუშინ თბილისში სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მანამდე გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური 2018 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით დაჭრეს. ასევე ის 2017 წლის იანვარში ასევე ფეხის არეში დაჭრეს. მაშინ ინციდენტი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018