დავით რაზმაძე მოკლულია? – რას წერდა ის დედას დაკარგვის წინა დღეს

დავით რაზმაძე მოკლულია? - რას წერდა ის დედას დაკარგვის წინა დღესთურქული გემის 23 წლის ქართველი მეზღვაური 2 კვირიანი გაუჩინარების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნავსადგურში ნაპოვნი ცხედარი დავით რაზმაძეს ეკუთვნის.

ლიბიაში დაკარგული ახალგაზრდა აგვისტოს ომის გმირის ზაზა რაზმაძის შვილია. გარდაცვლილის და ამბობს, რომ ომის შემდეგ მათ ოჯახს სახელმწიფომ ყურადღება არ მიაქცია. შიმშილისათვის განწირულები კი იძულებულები გახდნენ, სამუშაოდ უცხოეთში წასულიყვნენ.

დედა, ნინო ცეცხლაძე, კვიპროსის თურქულ ნაწილში ცხოვრობს, 23 წლის დავით რაზმაძე კი ლიბიაში თურქულ გემზე მუშაობდა.

დავით რაზმაძე მოკლულია? - რას წერდა ის დედას დაკარგვის წინა დღეს

დავით რაზმაძის დედა, ნინო ცეცხლაძე

ერთ-ერთი ვერსიით, დავით რაზმაძე, სავარაუდოდ, მოკლულია. იმის ეჭვი, რომ დავითი, შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო, გარდაცვლილის ოჯახშიც აქვთ. 6 იანვარს ბოლოს ქართველმა მეზღვაურმა დედას მისწერა, რომ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას აპირებდა და სამშობლოში ბრუნდებოდა.

დავით რაზმაძის ცხედარს ექსპერტიზა ლიბიაში უტარდება. პროცედურების დასრულების შემდეგ კი მას სამშობლოში გადმოასვენებენ.

რუსთავი 2