ლიბიაში დაკარგული დავით რაზმაძე აგვისტოს ომის გმირის, ზაზა რაზმაძის შვილია

ლიბიაში დაკარგული დავით რაზმაძე აგვისტოს ომის გმირის, ზაზა რაზმაძის შვილიაქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი, 22 წლის და­ვით რაზ­მა­ძე ლი­ბი­ა­ში ნა­ოს­ნო­ბი­სას და­ი­კარ­გა. იგი ორი კვი­რაა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია და ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ აქვს.

და­ვით რაზ­მა­ძე ზაზა რაზ­მა­ძის შვი­ლია, რომ­ლის აგ­ვის­ტოს ომის დროს გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა.

თა­ვად ზაზა რაზ­მა­ძე, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზე გარ­დაც­ვლილ ძმას გლო­ვობს, 2014 წელს უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ იმ­სხვერ­პლა. ის კა­რა­ლე­თის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში კო­ტე­ჯის წინ ჯი­ხუ­რის დად­გმი­სას რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია სა­დე­ნებს შე­ე­ხო და გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი გო­რის დევ­ნილ­თა ჩა­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი 22 წლის და­ვით რაზ­მა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნას უშე­დე­გოდ ცდი­ლო­ბენ. ნა­თე­სა­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რაზ­მა­ძე ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს. იგი მე­ზღვა­უ­რია და გემ­ზე ყოფ­ნი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. ბე­ბი­ის, მე­დეა ცე­ცხლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლი 7 იან­ვრის შემ­დეგ ოჯახს აღარ და­კავ­ში­რე­ბია.

“ზღვა­ში იყო გა­სუ­ლი, მა­ნამ­დეც იმ­ყო­ფე­ბო­და ორ­ჯერ, 14 იან­ვარს დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და გვი­თხრეს, რომ და­თოს ვე­ღარ პო­უ­ლობ­დნენ, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა. კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და გემი და­თოს და­კარ­გვის დროს, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, სა­ში­ნელ დღე­ში ვართ”, – ამ­ბობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­ვით რაზ­მა­ძის ბე­ბია მე­დეა ცე­ცხლა­ძე.

ამბები