საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო.
ხელმოწერის ცერემონიაზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.
სულ 2 კვირის წინ ნინო ზამბახიძემ განაცხადა, რომ გაუსაძლისი ვითარების გამო იძულებულია, საკუთარი ფერმერული მეურნეობა გაყიდოს.
ამასთან დაკავშირებით ფეისბუქში გიორგი გიგანი წერს:
“მხოლოდ საქართველოში შეიძლება ადამიანს ერთ დღეს მთელი ცხოვრების ნაშრომზე ლამის ხელი ჩააქნევინო და ორ კვირაში ის ტრამპტთან ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოდიოდეს”
ჯერჯერობით, უცნობია, შეცვალა თუ არა ნინო ზამბახიძემ 2 კვირის წინ გამოცხადებული განცხადება.
https://www.facebook.com/usingeo/videos/301712673865298/