რომის აეროპორტში ხანძარი ჩააქრეს

რომის აეროპორტ „ჩამპინოში“ დღეს დილით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ამჟამად აეროპორტი ჩვეულ საქმიანობას უბრუნდება.

მიუხედავად ამისა, შესაძლოა, რეისების მიღება და გაფრენა დაგვიანებით მოხდეს.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი აეროპორტის შენობაში მდებარე ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამო „ჩამპინოს“ აეროპორტის მუშაობა შეჩერებული იყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019