ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე 3.000 კვ. მ მიწას სახელმწიფოს გადასცემს – სანაცვლოდ მუხიანში 35.000 კვ. მ მიწას მიიღებს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ, დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთანდაკავშირებით შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ჯამში, აღნიშნულ შეთანხმებას მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 6 წავიდა, რომელთა შორის იყო უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძე

შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს თაბორის მთაზე მის საკუთრებაში არსებულ 3.000 კვ.მ.-ზე მეტ ფართობის მიწას გადასცემს, სანაცვლოდ კი, მუხიანში, დაახლოებით 35.000 კვ.მ-ს მიიღებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019