ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებას ითხოვს

ბიზნესომბუდსმენი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესის მიმართვიანობის ანალიზზე დაყრდნობით ახალ კრიტიკულ საკითხად ასახელებს საბანკო რეგულაციებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახალი საბანკო რეგულაციების შერბილება:

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე. ტექნიკის კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით 40-60 %-ით შეუმცირდათ და ეს განსაკუთრებით რეგიონებს შეეხო. ასევე რეგულაციებმა გავლენა მოახდინა სამშენებლო სექტორზეც“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

პირველი რადიო

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019