ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებას ითხოვს

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებას ითხოვსბიზნესომბუდსმენი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესის მიმართვიანობის ანალიზზე დაყრდნობით ახალ კრიტიკულ საკითხად ასახელებს საბანკო რეგულაციებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახალი საბანკო რეგულაციების შერბილება:

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე. ტექნიკის კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით 40-60 %-ით შეუმცირდათ და ეს განსაკუთრებით რეგიონებს შეეხო. ასევე რეგულაციებმა გავლენა მოახდინა სამშენებლო სექტორზეც“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

პირველი რადიო