Facebook-ის აქციონერების ნაწილი მოითხოვს, რომ კომპანიის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს და ამ პოსტზე ე.წ. დამოუკიდებელი პირი დაინიშნოს.
მათი მოსაზრებით, მარკ ცუკერბერგი, რომელიც აქციების 60%-ს აკონტროლებს, ფაქტიურად ერთპიროვნულად განკარგავს კომპანიის პოლიტიკას და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებს იღებს, რის გამოც Facebook-ი რამდენიმე სკანდალში გაეხვა.
აქციონერთა მორიგი კრება 2019 წლის 30 მაიის გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, აქციონერები დამოუკიდებელი პირის კანდიდატურას წარმოადგენენ.
ამის საპასუხოდ, Facebook-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კომპანიის მმართველობის სტრუქტურა და პოლიტიკა სრულად პასუხობს აქციონერების ინტერესებს.
ნიუპოსტი