Facebook-ის აქციონერების ნაწილი ცუკერბერგის გადადგომასა და კომპანიის დამოუკიდებლი მმართველის არჩევას ითხოვს

Facebook-ის აქციონერების ნაწილი ცუკერბერგის გადადგომასა და კომპანიის დამოუკიდებლი მმართველის არჩევას ითხოვსFacebook-ის აქციონერების ნაწილი მოითხოვს, რომ კომპანიის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს და ამ პოსტზე ე.წ. დამოუკიდებელი პირი დაინიშნოს.

მათი მოსაზრებით, მარკ ცუკერბერგი, რომელიც აქციების 60%-ს აკონტროლებს, ფაქტიურად ერთპიროვნულად განკარგავს კომპანიის პოლიტიკას და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებს იღებს, რის გამოც Facebook-ი რამდენიმე სკანდალში გაეხვა.

აქციონერთა მორიგი კრება 2019 წლის 30 მაიის გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, აქციონერები დამოუკიდებელი პირის კანდიდატურას წარმოადგენენ.

ამის საპასუხოდ, Facebook-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კომპანიის მმართველობის სტრუქტურა და პოლიტიკა სრულად პასუხობს აქციონერების ინტერესებს.

ნიუპოსტი