გოგონა, რომელიც რუსთავში კორპუსიდან გადავარდა, გარდაიცვალა

გოგონა, რომელიც რუსთავში კორპუსიდან გადავარდა, გარდაიცვალაკლინიკა „რუსთავში“ გარდაიცვალა 16 წლის გოგო, რომელიც გუშინ საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა.

მოზარდი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით შეიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.