გოგონა, რომელიც რუსთავში კორპუსიდან გადავარდა, გარდაიცვალა

კლინიკა „რუსთავში“ გარდაიცვალა 16 წლის გოგო, რომელიც გუშინ საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა.

მოზარდი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით შეიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.