„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ამერიკელ პოლიტიკოსზე დაქორწინდა. მისი რჩეული უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერია.
მეურმიშვილმა ქორწინების ცერემონიალის ფოტოები „ფეისბუქზე“ განათავსა – საზეიმო მიღება სასტუმრო „ჰეი ადამსში“ გამართეს, საიდანაც თეთრი სახლისა და ვაშინგტონის მონუმენტის ხედი იშლება.
„ყველაფერი ულამაზესი იყო, ამინდი, სტუმრები, ატმოსფერო, მუსიკა…“ – წერს ჟურნალისტი.
კურტ ვოლკერი 54 წლისაა, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის – აშშ-ს ელჩად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
ამბები