საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა

საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინასაქსტატის მონაცემებით, ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა. ეს მაისში არსებულ 190 ლართან შედარებით 2 ლარით ნაკლებია, თუმცა სხვა თვეებთან შედარებით ივნისის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება.

საქსტატის მიხედვით, საარსებო მინიმუმი ცალკეული კატეგორიების მიხედვით ასეთია:

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 188.1 ლარი;
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 166.6 ლარი;
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 315.5 ლარი;

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 266.5 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 299.8 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 333.1 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 374.8 ლარი;
ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 443 ლარი.

ბიემჯი