საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა. ეს მაისში არსებულ 190 ლართან შედარებით 2 ლარით ნაკლებია, თუმცა სხვა თვეებთან შედარებით ივნისის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება.

საქსტატის მიხედვით, საარსებო მინიმუმი ცალკეული კატეგორიების მიხედვით ასეთია:

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 188.1 ლარი;
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 166.6 ლარი;
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 315.5 ლარი;

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 266.5 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 299.8 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 333.1 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 374.8 ლარი;
ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 443 ლარი.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი