თბილისი რუს ჰაკერ იაროსლავ სუმბაევს მოსკოვს არ გადასცემს

თბილისი რუს ჰაკერ იაროსლავ სუმბაევს მოსკოვს არ გადასცემსსაქართველომ რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე თბილისის სასამართლო რუსეთის მოქალაქის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას დათანხმდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.

სუმბაევი საქართველოში გასულ წელს 5 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა.

სუმბაევს რუსეთში ჰაკერობას და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც ტუროპერატორებს მატერიალური ზარალი მიაყენა. საქმეს ვიცეპოლკოვნიკი  ევგენია შიშკინა იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სუმბაევი მკვლელობასთანაც იყოს კავშირში.

რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.

იმედინიუსი

მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუს ხაკერ სუმბაევს თბილისი მოსკოვს გადასცემს