მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუს ხაკერ სუმბაევს თბილისი მოსკოვს გადასცემს

მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუს ხაკერ სუმბაევს თბილისი მოსკოვს გადასცემსთბილისის სასამართლო რუსეთის მოქალაქის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას დათანხმდა. სუმბაევი გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთისთვის სუმბაევის გადაცემის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ივანე ნორაკიძე რუსულ BBC-სთან საუბარში ადასტურებს.

სუმბაევი საქართველოში 5 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა.

სუმბაევს რუსეთში ჰაკერობას და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც ტუროპერატორებს მატერიალური ზარალი მიაყენა. საქმეს ვიცეპოლკოვნიკი ევგენიაშიშკინა იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სუმბაევი მკვლელობასთანაც იყოს კავშირში.

თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.

იმედინიუსი