კატეგორია: სპორტი

მექსიკამ გერმანიის ნაკრები დაამარცხა

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი სენსაციური მარცხით დაიწყო. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ისინი მექსიკის ნაკრებს შეხვდნენ და 0:1 წააგეს. მატჩის  ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 35–ე წუთზე ირვინ ლოზანომ გაიტანა. აღსანიშნავია რომ მექსიკელებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს, ხოლო გერმანიის ნაკრები კი თავის თავს არ გავდა. მეორე ნახევარში მდგომარეობა შეიცვალა და გერმანელები ბევრს უტევდნენ, თუმცა საბოლოოდ გოლის გატანა […]

არგენტინამ ისლანდია ვერ დაამარცხა. მესიმ პენალტი გააფუჭა

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისლანდიასთან დაიწყო და მათი დამარცხება ვერ მოახერხა. მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და შესვენებაზე ისინი საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმი არგენტინელების შეტევებით დაიწყო და 64–ე წუთზე მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მისი დარტყმული ისლანდიის ნაკრების მეკარემ მოიგერია. არგენტინელები ამის შემდეგაც უტევდნენ და მესიმ კიდევ რამდენჯერმე დაარტყა ისლანდიელთა კარის მიმართულებით, მაგრამ […]

ურუგვაიმ ეგვიპტე ბოლო წუთზე დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ეგვიპტის და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ურუგვაელების გამარჯვებით დასრულდა 1:0. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ურუგვაელებს ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა მათ მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხესს გოლის გატანა. ეს ცენტრალურმა მცველმა ხოსე ხიმენესმა გააკეთა. აღსანიშნავია რომ ეგვიპტელების ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა და მწვრთნელმა მისი შემოყვანა ვერ გაბედა, რადგან […]

ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოში რჩება

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე რომ ის მადრიდის ატლეტიკოში რჩება და ბარსელონაში არ გადადის. გრიზმანის თქმით მან ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო და მის შეცვლას არ აპირებს: ”მე ბევრი ვიფიქრე, ჩემ ოჯახის წევრებსაც დაველაპარაკე და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება რომ ატლეტიკოში ვრჩები, რადგან ამ გუნდში ბედნიერი ვარ. ვფიქრობ რომ გადაწყვეტილებას […]

რუსეთთან წაგების გამო საუდის არაბეთის ფეხბურთელებს დასჯიან

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის ადელ იზატმას თქმით, რუსეთთან წაგების გამო საუდის არაბეთის ფეხბურთელებს დასჯიან. საუბარია დისციპლინურ სასჯელზე. იზატმას თქმით, საუდის არაბეთის გუნდი აჩვენა “აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელი შედეგი”, რომელიც არ შეესაბამება მათი მომზადების დონეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გაიხსნა. მუნდიალის პირველ შეხვედრაში მასპინძელი რუსეთის ნაკრები ლუჟნიკის სტადიონზე საუდის არაბეთის გუნდს შეხვდა და მეტოქე […]

რუსეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში რუსეთმა საუდის არაბეთი 5:0 დაამარცხა. მუნდიალის პირველი გოლი იური გაზინსკიმ მე-12 წუთზე გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოსკენ დენის ჩერიშევმა ტურნირის მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. საერთოდ საუდის არაბეთს ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი (60%) ჰქონდა, თუმცა კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა. არტემ ძიუბამ 71-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო მსაჯის მიერ […]

ჟოზე მოურინიო: ”ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა დაქ თქვა რომ ინგლისელებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის მათ იღბალი დასჭირდებათ: ”ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს და მათ ნამდვილად შეუძლიათ მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება. მოიგებენ თუ არა ისინი მსოფლიო ჩემპიონატს, ეს უკვე იღბალზეც იქნება დამოკიდებული”–განაცხადა ჟოზე მოურინიომ. ინგლისის ნაკრები პირველ […]

ალისონი რომაში რჩება

რომას ბრაზილიელმა მეკარემ ალისონმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ ის რომაში აპირებს დარჩენას, თუმცა შესაძლოა რაღაცეები შეიცვალოს კიდეც. ალისონი ამჟამად ბრაზილიის ნაკრებთან ერთად რუსეთში იმყოფება, სადაც ის თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება: ”ამჟამად მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ და ჩემი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. რაც შეეხება რომას, ამ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და წასვლას ჯერჯერობით არ ვაპირებ. […]

რეალის ახალი მწვრთნელი ხულიან ლოპეტეგი იქნება

მადრიდის რეალის მომავალი მწვრთნელი ხულიან ლოპეტეგი იქნება, რომელიც აქამდე ესპანეთის ნაკრებს ედგა სათავეში და ის სამშაბათს გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ამის გამო ესპანეთის ნაკრები დროებით მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, მაგრამ ოთხშაბათს ცნობილი გახდა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელებს ფერნანდო იერო უთავკაცებს. ლოპეტეგის დანიშვნის გამო რეალს ესპანეთში მწვავედ აკრიტიკებენ და საფეხბურთო საზოგადოება მიიჩნევს რომ რეალი არასწორად მოიქცა და […]

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ

ფიფას 68-ე კონგრესზე ცნობილი გახდა რომ 2026 წლის მუნდიალს 3 ქვეყანა უმასპინძლებს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა. ამ სამ ქვეყანას მხარი ფიფას 134 დელეგატმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 32 ის ნაცვლად 48 მონაწილე მიიღებს. ამერიკას და მექსიკას უკვე აქვთ მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების […]

akhalitaoba.ge © 2017-2018