ვალვერდე – “ცოლს დავთმობ, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ”

ვალვერდე - "ცოლს დავთმობ, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ"“რეალის” ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების სანაცვლოდ მეუღლეს, მინო ბონინოს დათმობს. მინოს პასუხმაც არ დაახანა.

“მას არ განვკიცხავ. თუ “რივერ პლეიტი” კიდევ მოიგებს ლიბერტადორესის თასს, მეც დავთმობ ფედეს.

საჭიროა მეგობრების შეწირვა, ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მეთოთხმეტედ მოგებისთვის”, – დაწერა მან თავის “ტვიტერზე”.

მინო არგენტინელი ჟურნალისტი და “რივერ პლეიტის” გულშემტკივარია, რომელსაც ოთხჯერ აქვს მოგებული ლიბერტადორესის თასი.

სპორტალი