ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინასაქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში იუნიორ ძიუდოისტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოხდა.

ფინელი მეტოქის მიერ გაკეთებული გდების შემდეგ ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება დაკარგა. მსაჯმა მცირე პაუზის შემდეგ სამედიცინო პერსონალს მოუხმო, რომელიც, როგორც ჩანს, რომ სიტუაციაში ვერ გაერკვა. სპორტსმენთან სწრაფად მიირბინა ზურაბ კახაბრიშვილმა და მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა.