ჩრდილოეთ მაკედონიამ იტალია მსოფლიოს პირველობიდან გამოაგდო

ჩრდილოეთ მაკედონიამ იტალია მსოფლიოს პირველობიდან გამოაგდოგუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ოთხი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გასვლაზე იტალიას სძლია. იტალია ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის გარეშე.

ფინალში აგრეთვე უელსი, პორტუგალია და შვედეთი გავიდნენ.

კარდიფი. “კარდიფ სიტი“
უელსი – ავსტრია 2:1
გოლები: 1:0 ბეილი (25), 2:0 ბეილი (51), 2:1 ზაბიტცერი (64)

სოლნა. „ფრენდს არენა“
შვედეთი – ჩეხეთი 1:0 (ძირ. დრო 0:0)
გოლი: კვაისონი (110)

პალერმო. “რენცო ბარბერა“
იტალია – ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: ტრაიკოვსკი (90+2)

პორტუ. „დრაგაო“. 
პორტუგალია – თურქეთი 3:1
გოლები: 1:0 ოტავიო (15), 2:0 ჟოტა (42), 2:1 ილმაზი (65), 3:1 მათეუს ნუნიეში (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: ილმაზი (85)

ჩრდილოეთი მაკედონია ფინალში პორტუგალიას შეხვდება, პოლონეთი – შვედეთს, ხოლო უელსი – შოტლანდიასა და უკრაინას შორის გამარჯვებულს.

შეგახსენებთ, პოლონეთი რუსეთის ტურნირიდან მოკვეთის გამო ფინალში ავტომატურად გავიდა, ხოლო შოტლანდიისა და უკრაინის დაპირისპირება ზაფხულში ჩატარდება.