ბარსელონამ რეალს რაფინიას გოლით მოუგო

ბარსელონამ რეალს რაფინიას გოლით მოუგოდღეს გამთენიისას, ლას ვეგასში, “ელ კლასიკო” შედგა. ამხანაგურ მატჩში “ბარსელონამ” “რეალი” 1:0 დაამარცხა.
მატჩი დაძაბული გამოდგა, უპირატესობას “ლურჯ-ბროწეულისფერები” ფლობდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.
ეფექტური გოლი შემოგვთავაზა გუნდის ახალწვეულმა რაფინიამ, ბრაზილიელმა 27-ე წუთზე შორეული დარტყმით “ბარსა” დააწინაურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტიც, პოლონელი მეორე ტაიმის დასაწყისში ობამეიანგმა შეცვალა.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგაში პირველ შეხვედრას 13 აგვისტოს, “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართავს, მადრიდის “რეალი” კი 15 აგვისტოს “ალმერიას” ესტუმრება.