საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მატჩზე ეროვნულ სტადიონზე გულშემატკივართა სრული ანშლაგი იქნება.
„მატჩამდე 5 დღით ადრე შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 23 სექტემბერს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრას ეროვნული ნაკრები 26 სექტემბერს გიბრალტართან გამართავს.