ჭდე: გათავისუფლება

რუსების გატაცებული სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს

რუსების გატაცებული სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი, “ხალხის მსახურის” პარტიის წარმომადგენელი იური ფომიჩევი, უკვე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პარტია „ხალხის მსახურის“ ცნობით, სლავუტიჩში უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია გრძელდება. “მოქალაქეებმა დიდი სახელმწიფო დროშა გაშალეს. ოკუპანტებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს და ხმოვანი ყუმბარები ისროლეს, მაგრამ აქციაზე ხალხის რაოდენობა მხოლოდ იზრდება”, – იუწყება “ხალხის მსახური”.

საძაგლიშვილი – “უკრაინა საქართველოსგან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს”

საძაგლიშვილი - "სააკაშვილს უთხრეს, რომ ციხის საწყობში ტელევიზორები არ აქვთ"

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შესაბამის მკურნალობას დაუყოვნებლივ საჭიროებს – საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ხელისუფლებას მიმართავს. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნათელია, რომ მმართველ გუნდს არ აქვს ნება, ივანიშვილის პირადმა მძევალმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. გარდა ამისა, “ქართული ოცნება” და საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან. “აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად […]

ქართველი კანონიერი ქურდი პაატა ჩხარტიშვილი უკრაინის სასამართლომ ციხიდან გამოუშვა

ქართველი კანონიერი ქურდი პაატა ჩხარტიშვილი უკრაინის სასამართლომ ციხიდან გამოუშვა

თბილისში, პაატა ჩხარტიშვილის ახლობლები “კურიერს” უდასტურებენ, რომ გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდი” ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, პატიმრობიდან გათავისუფლებულ “კრიმინალურ ავტორიტეტს” ქვეყნიდან მაინც გააძევებენ, თუმცა რა მიმართულებით ჯერჯერობით უცნობია. საქართველოში მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის გამო, ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისში დაბრუნებას არ აპირებს. 51 წლის პაატა ჩხარტიშვილი, სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, ზელენსკის “შავ სიაშია” შეყვანილი, […]

კიევის სასამართლომ პოროშენკო გაათავისუფლა

კიევის სასამართლომ პოროშენკო გაათავისუფლა

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადი თავდებობით გაათავისუფლა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.. ბრალდება გირაოს სახით ერთ მილიარდ გრივნასაც ითხოვდა. პოროშენკო იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოში დაკითხვაზე პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდება. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, არ დატოვოს კიევის ოლქი და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი ჩააბაროს. სხდომის პარალელურად, ხმაური იყო სასამართლოსთან, […]

ტეხასის სინაგოგიდან მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს

ტეხასის სინაგოგიდან მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 11- საათიანი ოპერაციის შემდეგ ტეხასის სინაგოგიდან 4 მძევალი უვნებლად გაათავისუფლა, ეჭვმიტანილი კი გარდაიცვალა. შეიარაღებული მამაკაცი სინაგოგაში, რელიგიური მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი 4 პირი, მათ შორის რაბინი მძევლად აიყვანა. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დალასის სპეციალურმა აგენტმა მეთიუ დესარნომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, მაგრამ ხელისუფლება მის ვინაობას არ ამხელს, რადგან […]

ბექა ვარდოსანიძე გაათავისუფლეს

ბექა ვარდოსანიძე დააკავეს - მას ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე უჩივის

ბექა ვარდოსანიძე გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე 11 იანვარს გამოაცხადეს. ვარდოსანიძე ადმინისტრაციული წესით პოლიციელის შეურაცხყოფის გამო 31 დეკემბერს დააკავეს. ტვ პირველი

ზურაბ ზვიადაური ციხიდან გამოუშვეს

ზურაბ ზვიადაური ციხიდან გამოუშვეს

​50 ათასლარიანი გირაოთი ზურაბ ზვიადაურის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მიიღო. ზვიდაურის გარდა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ზვიადაურის საქმის ფიგურანტი, კიდევ ერთო ბრალდებული ჯანგირაშვილი. ზვიადაური, 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული, რომლის დროსაც  დაპირისპირებასა და გარჩევას მისი ძმა ემსხვერპლა. მთავარი

ბოკერიას კლინიკამ ანტივაქსერი მედძმა სამსახურიდან გაუშვა

ბოკერიას კლინიკამ ანტივაქსერი მედძმა სამსახურიდან გაუშვა

ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც ფეისბუქში ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა. საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი უმცროსი მედპერსონალის, მედძმის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვას და კლინიკის სახელით გაკეთებულ ანტივაქსერულ განცხადებას მკაცრად ემიჯნება. მათი თქმით, ეს განცხადება არის “არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ […]

64 წლის კაცი, რომელმაც ნათესავის გაუპატიურება სცადა, გაათავისუფლეს

64 წლის კაცი, რომელმაც ნათესავის გაუპატიურება სცადა, გაათავისუფლეს

სექსუალური ძალადობის მცდელობა კახეთში – 64 წლის კაცმა შორეულ ნათესავზე ძალადობა სცადა. შემთხვევა 9 თვის წინ მოხდა, თუმცა, ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი დღეს გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც მამაკაცს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა. 51 წლის ნინო ჯანიაშვილს 9 თვის წინ მომხდარი შემთხვევის გახსენება უჭირს. სოფელში კარის მეზობელმა, რომელიც ასევე შორეული ნათესავია, მისი გაუპატიურება სცადა. პედაგოგი იხსენებს, […]

ლაშა ქუთათელაძე სასამართლომ გაათავისუფლა

რიონის ხეობის მცველი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს

რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე გაათავისუფლეს. ლაშა ქუთათელაძის საქმეზე სასამართლო დისტანციურად გაიმართა. როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მოსამართლემ დაკავებული სამართალდამრღვევად არ ცნო, რადგან 173-ე მუხლის შესაბამისი გარემოებები არა გამოიკვეთა, რის გამოც საქმის წარმოება შეწყვიტა. ლაშა ქუთათელაძე გუშინ დააკვეს, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.