64 წლის კაცი, რომელმაც ნათესავის გაუპატიურება სცადა, გაათავისუფლეს

64 წლის კაცი, რომელმაც ნათესავის გაუპატიურება სცადა, გაათავისუფლესსექსუალური ძალადობის მცდელობა კახეთში – 64 წლის კაცმა შორეულ ნათესავზე ძალადობა სცადა. შემთხვევა 9 თვის წინ მოხდა, თუმცა, ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი დღეს გაათავისუფლეს.

გათავისუფლების მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც მამაკაცს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა.

51 წლის ნინო ჯანიაშვილს 9 თვის წინ მომხდარი შემთხვევის გახსენება უჭირს. სოფელში კარის მეზობელმა, რომელიც ასევე შორეული ნათესავია, მისი გაუპატიურება სცადა. პედაგოგი იხსენებს, რომ ღამის პირველის ნახევარზე მეზობლად მცხოვრები კაცი სახლში ძალის გამოყენებით შეეჭრა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა მოძალადისგან თავის დაღწევა მოახერხა და ბოლოს მეზობლების დახმარებით პოლიციაც გამოიძახა.

დაკავებიდან 9 თვის შემდეგ კი ჯანიაშვილი იგებს, რომ მოძალადე  ციხეს ტოვებს – მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილებაა, რომელმაც 64 წლის მამაკაცს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა.