ლაშა ქუთათელაძე სასამართლომ გაათავისუფლა

რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე გაათავისუფლეს. ლაშა ქუთათელაძის საქმეზე სასამართლო დისტანციურად გაიმართა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მოსამართლემ დაკავებული სამართალდამრღვევად არ ცნო, რადგან 173-ე მუხლის შესაბამისი გარემოებები არა გამოიკვეთა, რის გამოც საქმის წარმოება შეწყვიტა.

ლაშა ქუთათელაძე გუშინ დააკვეს, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.