ჭდე: დაკითხვა

“მიზეზები არ ვეძებოთ, ეს პირადია” – სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს

სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლის კლინიკაში ცოცხალი იპოვეს

27 წლის ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნეაპოლის კლინიკაში ცოცხალი იპოვეს, პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. „ახლა პოლიციაში მიჰყავთ დაკითხვაზე. კარგად არის, ნორმალურად. როგორ მოხვდა საავადმყოფოში, ეს დეტალები არ ვიცი, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გავიგე მისი პოვნის შესახებ. ჭკუაზე არ ვართ, მთელი საქართველო ვლოცულობდით ამ გოგოზე, არ ვიცი როგორ მოხდა, მთავარია ცოცხალია და ჯანმრთელია. რა […]

ანი გაბეჩავამ მერსედესის 5 მგზავრი ამოიცნო

ანი გაბეჩავა - "ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი"

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ანა გაბეჩავა დაიკითხა. როგორც დაკითხვის შემდეგ მოწმემ განმარტა, მან მხარეთა კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა და დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში, რომელიც სხდომაზე წარუდგინეს, ბრალდებულების იდენტიფიცირება შეძლო. “ამომწურავი ინფორმაცია მივეცი, იმის შესახებ, რაც აინტერესებდათ, რაც კითხვები იყო დასმული, ყველაფერს გავეცი შესაბამისი […]

ნიკა გვარამიას დღეს 6 საათზე კრიმინალური პოლიცია დაკითხავს

გვარამია - "ბოკოვი გაბუნიას მოკვლას რამზან კადიროვის დავალებით აპირებდა"

დღეს, საღამოს 6 საათზე, მთავარი არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კრიმინალური პოლიცია საქალაქო სასამართლოში დაკითხავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “6 საათზე, შაქარაშვილის საქმეზე კრიმპოლი დამკითხავს საქალაქო სასამართლოში. რას მკითხავენ და რას ვუპასუხებ, მოგიყვებით გამოსვლისთანავე “

პრემიერი კონტე პროკურორმა დაკითხა

კონტე - "იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, ვაქცინის აღმოჩენას ვერ დაველოდებით"

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე კორონავირუსის ეპიდემიის საკითხთან დაკავშირებით ლომბარდიის პროკურორმა დაკითხა. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი კიჯის სასახლეში, „ინფორმირებული პირის“ სტატუსით დაკითხეს. პრემიერ-მინისტრმა კონტემ დაკითხვამდე განაცხადა, რომ ისაუბრებდა ყველაფერზე, რაც იცოდა. „მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, ჩვენ კი გვაქვს პასუხისმგებლობა – ვუპასუხოთ მათ,“- განაცხადა კონტემ. სამართალდამცავებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პროკურატურაში კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ახლობლების უამრავი საჩივარი […]

ზვიად კუპრავა გია ვოლსკის დაკითხვას მოითხოვს

ზვიად კუპრავა - „მირტყამდნენ კასტეტს და ბოთლი გადამამტვრიეს თავზე.."

ზვიად კუპრავა გია ვოლსკის დაკითხვას მოითხოვს. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: ”ხვალ ოფიციალურად მოვითხოვ საგამოძიებო ორგანოსგან ჩემი საქმის ფარგლებში დაიკითხოს გია ვოლსკი. როგორც ჩანს მას აქვს ინფორმაცია და იცის ჩემზე თავდამსხმელების სავარაუდო პირთა წრე. რაც შეეხება გამოძიებას.. 1. არსებობს როგორც შემთხვევის ადგილის მიმდებარე, ასევე დიღმის მასივიდან სახლამდე ჩემი მოძრაობის მარშუტის კამერების ჩანაწერები. 2. არსებობს ბოთლი, […]

გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს

გიგა ბოკერია - "ოცნების" წევრებს პარლამენტში საცხოვრებლად გადასვლა მოუწევთ"

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გიგა ბოკერია პროკურატურაში დაბარებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც “დაჭერები დააანონსა”. ბოკერიას შეფასებით, ცალკეული ლოდერების დაჭერით, ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს. რაც შეეხება პროკურატურის მიერ დაბარების საკითხს, გიგა ბოკერიას თქმით, ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების […]

გიგი უგულავას სახლში მისი დაკითხვა მიმდინარეობს

გიგი უგულავას სახლში მისი დაკითხვა მიმდინარეობს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას სახლში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. იმის გამო, რომ გიგი უგულავას სახლში ამ დრომდე იმყოფებიან ჟურნალისტები, დაკითხვისთვის ის აივანზე გაიყვანეს. „ყველანაირ განვითარებას ველოდი დღეს, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა. დღის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბრალდებული მე ვარ, იმ ადამიანის ცემაში, რომელიც თავს დამესხა მე და შესაბამისად, თავისთავად ცხადია, სათვალით რატომ ვივლიდი ღამე, ესე იგი გარკვეული […]

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაურის, გოგაშვილის, ჩიმაკაძის და ჯაჭვაძის დაკითხვის ოქმები გამოქვეყნდა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაურის, გოგაშვილის, ჩიმაკაძის და ჯაჭვაძის დაკითხვის ოქმები გამოქვეყნდა

„ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უწყების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს. სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი მიმდინარე წლის 20 აგვისტოთია დათარიღებული […]

გურამ ჩალაგაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს – ”ორშაბათს თბილისში ვარ და გამოექანეთ მთაწმინდიდან”

გურამ ჩალაგაშვილმა რადენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: ”საღამო მშვიდობის კარგო ადამიანებო. ვალდებულება მქონია, რომ ოფიციალური განცხადება გავაკეთო და ვიყენებ ამ ქსელს თქვენის ნებართვით. ორიოდ წუთის წინ დამირეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძველი თბილისის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, ბატონმა ზურაბ კენჭუაშვილმა, რომელმაც განმიცხადა, რომ დაბარებული ვარ დაკითხვაზე ხვალ 11 საათზე. (რასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა არ უთქვამს). […]

ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე პროკურატურაში დაიკითხნენ

ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე პროკურატურაში დაიკითხნენ

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა. სააგენტოს ინფორმაციით, გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს. „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში არ უარყოფენ, რომ […]