ჭდე: თვითმკვლელობა

ილია ელოშვილის თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა საქმე – ის სახლში მარტო იყო

ილია ელოშვილის თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა საქმე - ის სახლში მარტო იყო

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ. ახლობლების ინფორმაციით, ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ, მარტო […]

თვითმკვლელობა მარნეულში

თვითმკვლელობა მარნეულში

პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის კიდევ ერთი საქმე. რაუფ ბაირამოვის ნათესავები სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ოჯახის ინფორმაციით, სწორედ პოლიციის ძალადობა გახდა შუახნის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. ნათესავები ამბობენ რომ ბაირამოვს პოლიცია ქურდობასა და ძალადობაში ადანაშაულებდა. დაკითხვიდან მოსვლის შემდეგ კი ის ოჯახის წევრებმა სახლის სარდაფში გარდაცვლილი ნახეს. ბაირამოვები არ გამორიცხავენ რომ შუახნის კაცი პოლიციის განყოფილებაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. […]

რუსთავში 26 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, შვილის ცხედარი მამამ, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვა. ოჯახის ახლობლებსა და გარდაცვლილის მეგობრებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, ბიჭის ცხოვებაში არსებული რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის რამდენიმე […]

კლინიკა ვივამედში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

კლინიკა ვივამედში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

კლინიკა “ვივამედში” პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. 26 წლის მამაკაცი  დაზიანებებით  კლინიკის პალატაში მედპერსონალმა იპოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში კრიტიკულად მძიმეა. პატიმარი კორონავირუსზე მკურნალობდა. იყო სუიციდის მცდელობა, პაციენტი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარატზე. 12 საათზე გაწერეს პაციენტი, ფაქტი მოხდა 3-ის ნახევარზე”, – ამბობს კლინიკის წარმომადგენელი. ტვ პირველი

“მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა” – საქართველომ სტრასბურში სასამართლო წააგო

"მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა" - საქართველომ სტრასბურში სასამართლო წააგო

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა მის ეფექტიანობას. 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, საქმეზე ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ […]

“სიმშვიდეში განისვენე” – შინეიდ ო’კონორის 17 წლის ვაჟმა თავი მოიკლა

"სიმშვიდეში განისვენე" - შინეიდ ო'კონორის 17 წლის ვაჟმა თავი მოიკლა

შინეიდ ო’კონორის ვაჟმა 17 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ მომღერალმა ტვიტერის გვერდზე დაწერა. “ჩემმა მშვენიერმა ვაჟმა, ნევი იმ ნესტა ალი შეინ ო კონორმა, გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლე დღეს დაესრულებინა. ახლა ის ღმერთთანაა. ღმერთმა სიმშვიდე შეუნარჩუნოს და დაე, არავინ მიჰყვეს მის მაგალითს. ჩემო ბიჭო. ძალიან მიყვარხარ. სიმშვიდეში განისვენე”, – ნათქვამია მომღერლის პოსტში. რეპორტი

იტალიაში ქართველი ქალი მე-4 სართულიდან გადახტა – ის მომვლელად მუშაობდა

იტალიაში ქართველი ქალი მე-4 სართულიდან გადახტა - ის მომვლელად მუშაობდა

იტალიაში, ქართველი ემიგრანტის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს იტალიური მედია ეხმიანება. “strettoweb.com“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის ქალი მეოთხე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა რეჯო-დი-კალაბრიაში, ქალაქ არქიში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მისული სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებმა და 118-ის მაშველებმა გარდაცვალების მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს. ფაქტებზე დაყრდნობით, პოლიციამ დაადგინა რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან. ქალი ეროვნებით ქართველი […]

მარტყოფში მამაკაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

მარტყოფში, ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი ყელის არეში  თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გაშველების დროს მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც. გავრცელებული ინფორმაციით, პირს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას […]

“23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი” – რა მოხდა კასპში

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

კასპში, სოფელ ხოვლეში 23 წლის მამაკაცმა,სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, შემთხვევა 26 ივნისს მამაკაცის საცხოვრებელ სახლში მოხდა. “23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი. მთელი სოფელი გლოვობს… რამ მიიყვანა ამ ზომამდე, არავინ იცის”,– ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ადგილობრივი. მისივე ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. “როგორც ვიცი,პოლიციამ მამაკაცის ტელეფონი უკვე წაიღო და მიმდინარეობს გამოძიება”. მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს “გურია […]

ლანჩხუთში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ლანჩხუთში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ტრაგედია ლანჩხუთში – სამართალდამცავებმა, ქალაქის გარეუბანში, რკინიგზის სადგურისა და აგრარული ბაზრის მიმდებარედ 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა  თავი მოიკლა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი მინდობით აღზრდაში მყოფი პირი იყო. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცვეკები მუშაობენ.