მარტყოფში მამაკაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

მარტყოფში მამაკაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლამარტყოფში, ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი ყელის არეში  თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

გაშველების დროს მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც.

გავრცელებული ინფორმაციით, პირს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.