“23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი” – რა მოხდა კასპში

“23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი" - რა მოხდა კასპშიკასპში, სოფელ ხოვლეში 23 წლის მამაკაცმა,სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, შემთხვევა 26 ივნისს მამაკაცის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

“23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი. მთელი სოფელი გლოვობს… რამ მიიყვანა ამ ზომამდე, არავინ იცის”,– ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.

მისივე ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

“როგორც ვიცი,პოლიციამ მამაკაცის ტელეფონი უკვე წაიღო და მიმდინარეობს გამოძიება”.

მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შსს-ში არკვევს.

გურიანიუსი